პროექტი "რეკორდსმენი კონტინენტი"


2013 წლის 15 მაისს, გაიმართა საბუნებისმეტყველო კლუბის პროექტის პრეზენტაცია თემაზე:"რეკორდსმენი კონტინენტი".

პროექტი: "რეკორდსმენი კონტინენტი"

   1.      პროექტის სახელწოდება:  „რეკორდსმენი კონტინენტი“
2.      პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეები ეცნობიან დედამიწის მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს,აგროვნებენ ინფორმაციას,ახასიათებენ და ადარებენ კონტინენტებს სხვადასხვა მახასიათებლებით.
3.      პროექტის აქტუალობა:  პროექტი აქტუალურია იმით,რომ მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა კონტინენტის გეოგრაფიულ მდებარეობას,მათ რელიეფს. შეისწავლიან ამ კონტინენტისათვის დამახასიათებელ ნიშნებს,კონტინენტის ფლორას და ფაუნას. აკეთებ ფორმატს და აფორმებეს საკუთარი დიზაინით. ქმნიან თითოეული კონტინენტის სლაიდს Powver Point-ში და ემზადებიან პრეზენტაციისათვის,სადაც გამოავლენენ „რეკორდსმენ კონტინენტს“.
4.    პროექტის მიზნები:  მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა-ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარი. გამოიყენონ მუშაობის პროცესში თანამედროვე ისტ-ის  საშუალებები  ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნებისათვის. 
5.    მოსწავლეთა ასაკი: 10-11 წელი
6.    ვადები/ხანგრძლივობა:  2 კვირა
7.    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: მოსწავლეები პროექტის მსვლელობისას ეცნობიან უამრავ ინფორმაციას,შესაბამისად ეზრდებათ მოტივაცია და ინტერესი შეისწავლოს დედამიწის სხვადასხვა კონტინეტის თავისებურებები და აღმოაჩინონ მათთვის დღემდე უცნობი სამყარო. ახარისხებენ ინფორმაციას და  ისტ-ის გამოყენებით საკუთარი დიზაინით შექმნან სლაიდები Powver Point-ში. მუშაობენ ჯგუფებში და  პროექტის დასრულებისას წარმატებით ართმევენ თავს პრეზენტაციას.საკუთარ ნამუშევრებს ათავსებენ საბუნებისმეტყველო კლუბის ბლოგზე.პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ქმნიან ელექტრონულ გაზეთს“რეკორდსმენი კონტინენტი“ და ბეჭდავე და ავრცელებენ თანატოლებში ინფორმაციის გაზიარების მიზნით.
8.    პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  მსოფლიოს ნახევრსფეროების რუკა, ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი.
      9. პროექტის მსვლელობა:
       1. პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა.
       2. მოსწავლეები იყოფიან ექვს ჯგუფად.
       3. თითოეული ჯგუფი აკეთებს ფორმატს შესაბამისი კონტინენტის შესახებ,  მოიძიებენ ინფორმაციებს ინტერნეტში და ქმინიან სლაიდებს და კლიპებს Powver Point-ში და Movie Meiker-ში.
       4.  კონკრეტული დავალებას ასრულებენ შესაბამის ვადებში.  
      5.მასწავლებლის მიერ  ხდება ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა (პროექტის შუალედური შეფასება განმავითარებელი კომენტარებით).
საჭიროების შემთხვევაში უტარდებათ დამატებითი ინსტრუქტაჟი (მაგ. ისტ-ის  საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით).
 6. ახარისხებენ მოძიებულ მასალებს. მოსწავლეები გამოყოფენ კონტინენტების ყველაზე რეკორდულ მაჩვენებლებს სხვადასხვა მახასიათებლით.
7. შაბლონის მიხედვით ერთობლივად ქმიან ელექტრონულ გაზეთს „რეკორდსმენი კონტინენტი“.
8. პროექტის შემაჯამებელ გაკვეთილზე მოსწავლეები ახდენენ პრეზენტაციას დამზადებული საპრეზენტაციო ფაილებითა და ვიდეომასალის საშუალებით.აქვე ხდება რეკორდესმენი კონტინენტის გამოვლენა სხვადასხვა მაჩვენებლებით.
9. პრეზენტაციაზე მოვიწვევთ პარალელური კლასის მოსწავლეებს,კათედრის წევრებს და მშობლებს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლე შეუძლია მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტებისა და მათი ნაწილების აღწერა.
  • მოსწავლე ამოიცნობს რუკაზე ან გლობუსზე რელიეფისა და ჰიდროსფეროს შემადგენელ მნიშვნელოვან ობიექტებს (ოკეანეები,ზღვები,სრუტეები,კონტინენტები,კუნძულები,ნახევრაკუნძულები) და ადარებს ერთმანეთს.
  • აგროვებს ინფორმაციას,ახასიათებს და ადარებს კონტინენტს სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით(ფართობი,მდებარეობა ეკვატორისა და პოლუსების მიმართ,მცენარეული და ცხოველური სამყარო).
  • დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს.  
  • ჯგუფი ირჩევს ერთ-ერთ კონტინენტს და აკეთებს ფორმატს/სქემატურ ნახატს.
  • დაიტანს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს კონტურულ რუკაზე.
1. მოსწავლე ჯგუფში ადგენს მარტივ გეგმას და ამ მოსაზრებს წარადგენს მომდევნო შეხვედრაზე.
2. ჯგუფები ემზადებიან პრეზენტაციისათვის.

  • მოსწავლე თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, მასწავლებლებთან. 
11. პროექტის ხელმძღვანელი:  ინგა ალავერდაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  inga.alaverdashvili@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: http://mwvaneklubi.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий